მასობრივი > მარკერის სტილი: მარკერებისთვის დანომრილი თანმიმდევრობის შექმნა
ფუნქციის ხელმისაწვდომობა
- უფასო
- Lite
- Pro
- Lite Pro
- Pro Business
თუ გჭირდებათ მარკერების ჯგუფის გადაქცევა დანომრილ თანმიმდევრობად ერთგვაროვანი ფერითა და ზომით, Scribble Maps გთავაზობთ სტილის მასობრივი შეცვლის ოპცუიას მასობრივი > მარკერის სტილი > თანმიმდევრობა ხელსაწყოს მეშვეობით. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ავტომატურად გადანომროთ მარკერები ზრდადობით ან კლებადობით ფენების პანელში მათი განლაგების მიხედვით, რაც აადვილებს მათ თვალყურის დევნებასა და ორგანიზებას.
შენიშვნა: ჯგუფის დამატების ფუნქციის გამოსაყენებლად, უნდა იყოთ შესული Pro ანგარიშზე. იმის გასაგებად, როგორ გადახვიდეთ Pro-ზე, ეწვიეთ ამ ბმულს: როგორ გადავიდეთ Pro ანგარიშზე
შენიშვნა: მარკერების თანმიმდევრობა დაეფუძნება ფენების პანელში მარკერების განლაგებას. მარკერების მაქსიმალური რაოდენობა არის 200.
მარკერების შექმნა
-
შექმენით მარკერი. მაგალითად, ეს მარკერის სტილი - Tabs > Numeric Tabs > ლურჯი > 23.
მარკერების შექმნის შესასწავლად ეწვიეთ ამ ბმულს:
-
შექმენით მეორე მარკერი. მაგალითად, ეს მარკერის სტილი - Tabs > Numeric Tabs > მწვანე > 52.
- შექმენით მესამე მარკერი. მაგალითად, ეს მარკერის სტილი - Tabs > Numeric Tabs > წითელი > 87.
მარკერების საქაღალდეში დამატება
- ფენების პანელის ზედა ნაწილში დააწკაპუნეთ საქაღალდის ხატულაზე, რომლის მინიშნებაც არის: "ჯგუფში დამატება".
ფენების პანელში დაინახავთ დამატებულ საქაღალდეს.
-
დააწკაპუნეთ და გადაათრიეთ თითოეული მარკერის სტრიქონი საქაღალდეში.
ახლა საქაღალდე შეიცავს გადაფარვების ერთობლიობას, ამიტომ საქაღალდე ითვლება ჯგუფად.
გადაფარვების დაჯგუფების შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ: მარკერების/ელემენტების დაჯგუფება საქაღალდეების გამოყენებით.
სტილის შეცვლის კონფიგურაცია
- ფენების პანელის ზედა ნაწილში დააწკაპუნეთ ინსტრუმენტების ყუთის ხატულაზე, რომელზეც გამოსახულია კბილანა და ქანჩის გასაღები.
გამოჩნდება ფანჯარა ძირითადი ოპერაციებისა და პლაგინის პარამეტრებით.
- სათაურ "მასობრივი" > ქვესათაურ "მარკერის სტილი" ქვეშ დააწკაპუნეთ ბმულზე: "თანმიმდევრობა".
- სათაურ "ჯგუფის არჩევა" ქვეშ დააწკაპუნეთ ღილაკზე; "არჩევა".
- დააწკაპუნეთ თქვენ მიერ შექმნილ ჯგუფზე.
- სათაურ "სტილი" ქვეშ ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიეთ ფერი. მაგალითად; თეთრი.
- სათაურ "ზომა" ქვეშ ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიეთ ზომა. მაგალითად; 75%.
- სათაურ "მიმართულება" ქვეშ აირჩიეთ მიმართულება თანმიმდევრობისთვის.
- "ზრდადობით" - ფენების პანელში ჯგუფის ზედა მარკერი იქნება თანმიმდევრობის პირველი ნომერი. სიაში ყოველი შემდეგი ნაბიჯი მარკერის ნომერს +1-ით ზრდის. სიის ბოლოში მდებარე ნომერი ყველაზე დიდია.
- "კლებადობით" - ფენების პანელში ჯგუფის ზედა მარკერი იქნება თანმიმდევრობის ყველაზე დიდი ნომერი. სიაში ყოველი შემდეგი ნაბიჯი მარკერის ნომერს -1-ით ამცირებს. სიის ბოლოში მდებარე ნომერია 1.
დანომრილი მარკერების თანმიმდევრობის შექმნა
- დააწკაპუნეთ ღილაკზე: "მარკერების გადანომვრა".
- გამოჩნდება ამომხტარი შეტყობინება, რომელიც გაცნობებთ, რომ მარკერები გადანომრილია. დააწკაპუნეთ "Ok".
- ინსტრუმენტების ყუთის ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ ღილაკზე "X" ფანჯრის დასახურად.
დანომრილი მარკერების თანმიმდევრობის ნახვა
- შეხედეთ რუკის ხედს, დაინახავთ, რომ მარკერები შეიცვალა ერთი ფერის ციფრების თანმიმდევრობად.
- შეხედეთ ფენების პანელს, დაინახავთ, რომ მარკერები აქაც შეიცვალა ერთი ფერის ციფრების თანმიმდევრობად.
დაკავშირებული სტატიები
თუ გსურთ, რომ რუკამ მუდმივად აჩვენოს ინფორმაცია მარკერის შესახებ, მარკერის გვერდით შეგიძლიათ დაამატოთ წარწერა. იმის გასაგებად, როგორ, ეწვიეთ ამ ბმულს: წარწერის ხელსაწყო—წარწერის შექმნა.
იმ მოქმედებების გასაგებად, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულოთ მარკერების ჩვენების გასაუმჯობესებლად, ეწვიეთ ამ ბმულს: მარკერებისა და წარწერების ჩვენების ოპტიმიზაცია.
მარკერის ზომის შემცირება დაშორებისას.
ჯგუფში მარკერების მითითებული სტილის შეცვლა - "მარკერის სტილი სტილების ჩანაცვლება".
ჯგუფში მარკერების სტილის შეცვლა - "მარკერის სტილი ჯგუფში".
ბოლო განახლება